რუსულენოვანი BBC-ს მიერ აღნიშნული
ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასალა ყალბმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელიც ბრიტანული Guardian-ის იმიტაციას წარმოადგენდა, ხოლო ჯონ სკარლეტის „ინტერვიუ“ მთლიანად გამოგონილი იყო. საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტა ნული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო - i - თი განსხვავდებოდა.

ამ შემთხვევაში გამოყენებულია დეფლექციური წყაროს მოდელი, როცა პირველწყაროს დამალვა და დასავლური მედია ბრენდის გამოყენება იმ მიზნით ხდება, რომ ინფორმაციამ მეტი ლეგიტიმაცია შეიძინოს და ინფორმაციის მიმღები მას იმ მედიუმის სარედაქციო მასალად აღიქვას, რომლის სახელითაც ის ვრცელდება.