თამაშისთვის გადაატრიალე

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

მოთამაშე ინფორმაციის სანდოობას და პროპაგანდის სხვადასხვა მეთოდს აფასებს. ამისათვის მან 4 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთი უნდა მონიშნოს. არასწორ პასუხზე მას ცხვირი პინოქიოსავით ეზრდება, ხოლო სწორ პასუხზე უმოკლდება და საბოლოოდ იდეალურ ფორმას იღებს.
თამაშის დაწყება
ჩვენ შესახებ
1/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

სოციალურ ქსელში მეგობარმა ინგლისურენოვანი სტატია, სათაურით “ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის დაყოფის სტრატეგიულ გეგმაზე პუტინთან მარცხს აღიარებს” გააზიარა. როგორ მოვიქცე:
2/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

ფეისბუკზე ჩემმა მასწავლებელმა გაზეთ “დედასამშობლოს” სტატია გააზიარა. “დედასამშობლო” იტალიურ გამოცემა Ilgiomale.it-ზე დაყრდნობით წერდა, რომ “ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშვთა ნათლობა იკრძალება”.
მაღალო ღმერთო, როგორ მოვიქცე?!
3/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

რუსულ მედიაში რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრის ამსახველი ორი ფოტო გამოქვეყნდა. ქვემოთ მოცემული ფოტოებიდან რომელია ავთენტური და რომელი დამუშავებული?
4/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

მოცემული ფოტოებიდან რომელია ავთენტური და რომელი დამუშავებული?
5/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

პროპაგანდის რომელი ტექნიკაა გამოყენებული ქვემოთ მოცემულ ნარატივში?
პოლიტიკოსი: “თუ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად პედერასტობაა საჭირო, გვიღირს საუკუნოვან ქართველ ერს ჩვენს ტრადიციებსა და ადათებზე უარის თქმა?!”
6/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

ნახეთ ფრაგმენტი NTV-ს სიუჟეტიდან და მონიშნეთ, პროპაგანდის რომელი ტექნიკაა გამოყენებული RT-ის ჟურნალისტის შეკითხვაში „არ გეშინიათ, რომ ამ გაფრთხილებების გამო, ოპოზიციამ გამოიყენოს ქიმიური იარაღი და ასადს დააბრალოს?”
7/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

2018 წლის 8 აგვისტოს რუსულმა ტელეკომპანია НТВ-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ქვემოთ მოცემული კადრი იყო გამოყენებული. НТВ-ს თანახმად, ფოტო საქართველოს მიერ ცხინვალის მოსახლეობის დაბომბვის ფაქტს ასახავდა. მოცემული პასუხებიდან მონიშნეთ, რომელ ქალაქში და როდის არის გადაღებული აღნიშნული ფოტო?
8/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

მონიშნეთ ერთი მახასიათებელი, რომელიც ე.წ ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას რუსული პროპაგანდისგან განასხვავებს:
9/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციებიდან რომელი არის სატირულ-იუმორისტული გამოცემების მიერ გამოგონილი ამბავი:
9/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

თქვენი ცხვირის ფორმა იდეალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მოტყუება შეუძლებელია.

9/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

თქვენი ცხვირი ახლოს არის იდეალურ ფორმასთან, თუმცა სრულყოფილებისთვის დეზინფორმაციის იდენტიფიცირება 100%-იანი სიზუსტით უნდა შეძლოთ.

9/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

ცხვირის ოპერაცია რომ არ დაგჭირდეთ, მტყუან-მართლის გარჩევაზე მეტი უნდა იფიქროთ.

9/9

გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!

თქვენ ნამდვილი პინოქიო ხართ! ქირურგიული ჩარევის და ცხვირის კორექტირების ალტერნატივა ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევაა.

1. გავაზიარებ, სანდოა. სტატია ბრიტანულმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა, "Комсомольская правда"-მ ხომ არა?!
2. გავაზიარებ, რადგან საქართველოზე ინგლისურენოვანი წყაროები, როგორც წესი, სანდო მასალებს აქვეყნებენ.
3. გადავალ The Guardian-ის ოფიციალურ გვერდზე და შევადარებ, რამდენად ავთენტურია წყარო, რომელსაც ჩემი მეგობარი აზიარებს.
4. გავაზიარებ, რადგან დამაჯერებელი სათაურია.
რუსულენოვანი BBC-ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მასალა ყალბმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელიც ბრიტანული Guardian-ის იმიტაციას წარმოადგენდა, ხოლო ჯონ სკარლეტის „ინტერვიუ“ მთლიანად გამოგონილი იყო. საგანგებოდ შექმნილი ვებ-გვერდი ბრიტა ნული The Guardian-ის ვიზუალის იდენტური იყო, ხოლო url ბმული რეალური The Guardian –ის url-სგან მხოლოდ ერთი ლათინური ასო - i - თი განსხვავდებოდა. ამ შემთხვევაში გამოყენებულია დეფლექციური წყაროს მოდელი, როცა პირველწყაროს დამალვა და დასავლური მედია ბრენდის გამოყენება იმ მიზნით ხდება, რომ ინფორმაციამ მეტი ლეგიტიმაცია შეიძინოს და ინფორმაციის მიმღები მას იმ მედიუმის სარედაქციო მასალად აღიქვას, რომლის სახელითაც ის ვრცელდება.
1. გავაზიარებ, რადგან ნათლობის საიდუმლოს ადამიანი ზრდასრულ ასაკში უნდა ეზიაროს და მშობლებმა მის არჩევანს პატივი უნდა სცენ.
2. “დედასამშობლოს” წყარო იტალიური გამოცემაა. იტალია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა, ინფორმაცია სანდო უნდა იყოს.
3. დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებლობასო, რომ ამბობენ, ამ გეგმის ნაწილი უნდა იყოს.
4. სტატიაში არ არის მითითებული ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECHR) გადაწყვეტილება გამოიტანა. გადავამოწმებ პირველწყაროსთან, ანუ ECHR-ის საიტზე.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო (ECHR) საქმეებს ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე, ქვეყნების წინააღმდეგ განიხილავს. მსგავსი გადაწყვეტილება ECHR-ის საქმეების კატალოგში არ იძებნება და მედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია ECHR-მაც უარყო.

ის, რომ პირველწყარო იტალიური გამოცემაა, მისი სანდოობის გარანტია ვერ იქნება, რადგან დეფლექციური წყაროს მოდელი დროებითი მიზნებისთვის ვებ-გვერდების შექმნის პრაქტიკასაც გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ნათლობის აკრძალვის შესახებ ამბავი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, იტალიური “პირველწყარო” გაუქმდა და ის ხელმისაწვდომი აღარ არის.
1. მარცხენა ავთენტურია, მარჯვენა - დამუშავებული.
2. მარჯვენა ავთენტურია, მარცხენა - დამუშავებული.
3. ორივე ფოტო დამუშავებულია.
4. ორივე რეალურია.
2009 წელს რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე პატრიარქ კირილისა და რუსეთის იუსტიციის მინისტრს შორის შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა. 2012 წელს რუსმა ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ ფოტო დამუშავებული იყო: პატრიარქ კირილს მაჯაზე საათი არ ეკეთა მაშინ, როდესაც მაგიდაზე საათის ანარეკლი აშკარად ჩანდა. ავთენტურ ფოტოზე პატრიარქ კირილს შვეიცარიული ბრენდ Breguet-ის ძვირადღირებული, $30 000-იანი საათი ეკეთა. ბლოგერების მიერ ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ფოტოს დამუშავების გამო, საპატრიარქომ ბოდიში მოიხადა და ვებ-გვერდზე ორიგინალი ფოტო დააბრუნდა.
1. მარჯვენა ავთენტურია, მარცხენა - დამუშავებული.
2. მარცხენა ავთენტურია, მარჯვენა - დამუშავებული.
3. ორივე ფოტო დამუშავებულია.
4. ორივე რეალურია.
1945 წლის 2 მაისს ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ ჯარისკაცების მიერ რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის სცენა დადგა. მოსკოვში დაბრუნებისა და სცენის ამსახველი ფოტოს დეტალურად დათვალიერების შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ ფოტოზე ერთ-ერთ ჯარისკაცს ორივე მაჯაზე საათი ეკეთა, რაც მის სავარაუდო მარადიორობაზე მიუთითებდა. ხალდეის ფოტო დაამუშავებინეს: გარდა იმისა, რომ ჯარისკაცის მაჯიდან საათი წაიშალა, ფოტოგრაფმა სიმძაფრის მიზნით ფონად კვამლიც გაამუქა. დამუშავებული ფოტო მალევე ჟურნალ "ოგონიოკ"-ში დაიბეჭდა და სსრკ-სთვის ე.წ. "სამამულო ომში" გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
1. რეპროდუქციის
2. მცდარი დილემის.
3. Ad nauseam-ის.
4. კარტების დაწყობის.
მცდარი დილემის ანუ შავ-თეთრი აზროვნების ტექნიკა მხოლოდ ორი ალტერნატივის დასახვას და ერთ-ერთისათვის უპირატესობის მინიჭებას გულისხმობს.
1. გაზვიადება-განზოგადება.
2. კონტრბრალდებები (whataboutism).
3. თვალსაზრისის ფაქტად წარმოდგენა.
4. დღის წესრიგის განსაზღვრა.
კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.
1. ცხინვალი, 10 აგვისტო, 2008.
2. გორი, 9 აგვისტო, 2008.
3. დონეცკი, 26 მაისი, 2014.
4. გორი, 7 აგვისტო, 2008.
აღნიშნული ფოტო Reuters-ის ფოტო რეპორტიორის დავით მძინარაშვილის მიერ გორში, 2008 წლის 9 აგვისტოს არის გადაღებული.

ფოტოს მენამონაცემებით შესაძლებელია, დაადგინოთ მისი გადაღების ადგილი, თარიღი, საათი, კამერის მიმართულება და სხვა დეტალები. ამ მიზნით გამოიყენეთ Jeffrey's Image Metadata Viewer -ის პროგრამა. ამისათვის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ორიგინალი და ციფრული მატარებლებით გადაღებული ფოტო.
1. შიშის დათესვა და საზოგადოების პოლარიზება.
2. რეკრუტირების მიზნით სოციალური ქსელებით პირისპირ კომუნიკაცია.
3. რელიგიის/ინფორმაციის იარაღად გამოყენება.
4. კონსპირაციული თეორიები დასავლეთის ზეწოლის შესახებ.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა ტრადიციულ კომუნიკიაციის მოდელზე (გამგზავნი-მიმღები) მეტად რეკრუტირების მიზნით პირისპირ კომუნიკაციის მოდელს ანიჭებს უპირატესობას. სხვა მხრივ, რუსულ პროპაგანდასა და ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ, მათ შორისაა ინფორმაციის და რელიგიის ირაღად გამოყენება, შიშის დათესვა, საზოგადოების პოლარიზება და დასავლეთის ზეწოლის შესახებ კონსპირაციების გავრცელება.
1. ვაშინგტონის მუზეუმის თანამშრომელმა 2500 წლის მუმია გააუპატიურა.
2. 1979 წელს საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა.
3. ნასვამ ქურდს მოსკოვთან ახლოს სახლის ქურდობის დროს ჩაეძინა.
4. რუსმა სამხედროებმა მფრინავი ეკლესია გამოიგონეს, მედესანტე მღვდლები ჯარისკაცეს სულიერების ამაღლებაში დაეხმარებიან.
პროპაგანდისტული პლატფორმები სატირულ-იუმორისტული გამოცემების გამოგონილ ამბებს ხშირად რეალურ ინფორმაციად ასაღებენ. მუმიის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სატირულ-იუმორისტულმა გამოცემა World News Internet Report-მა გამოაქვეყნა. გამოცემის მისიის განაცხადში აღნიშნულია, რომ მათი ყველა პერსონაჟი, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვენენ, გამოგონილია. ქართულმა გამოცემამ ეს პუბლიკაცია, როგორც რეალური ამბავი, ისე გააშუქა. დეტალური ინფორმაცია, Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიის გაუპატიურების შესახებ: https://bit.ly/2QoZIBL

რეალური ამბები:

1. 1979 წელს საჰარას უდაბნოში თოვლი მოვიდა: https://bit.ly/2PGkAHL
2. ნასვამ ქურდს მოსკოვთან ახლოს სახლის ქურდობის დროს ჩაეძინა: https://bit.ly/2DrRshE
3. რუსმა სამხედროებმა მფრინავი ეკლესია გამოიგონეს: https://bit.ly/2STecvd
თამაში “გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი!” მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ForSet-თან ერთად შექმნა.

თამაშზე მუშაობდნენ

კონცეფციის ავტორი: თამარ კინწურაშვილი, სოფო გელავა
დიზაინერი: ანანო შარაშენიძე
ვებ-დეველოპერი: დავით სავანელი, გიო მოსაშვილი
ილუსტრატორი: მაიკო ხუტიაშვილი
თამაში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის” ფარგლებში შეიქმნა.